Georgia -- Soldiers patrol a street in central Tbilisi, 08Nov2007 - საქართველო, თბილისი: ქართველი ჯარისკაცები თბილისის ცენტრში პატრულირებენ, 8 ნოემბერი, 2007 წ.. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2008 წლის 5 იანვარს ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები. ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა 15 დღიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ერთ დღეში. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოჰყვა პოლიციასა და მთავრობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა შორის შეტაკებებს. პრეზიდენტი სააკაშვილი აქციის მონაწილეთა მხარდაჭერაში რუსეთს ადანაშაულებს. ოპოზიციისა და მის მხარდამჭერთა მოთხოვნა შეეხებოდა საპარლამენტო არჩევნების 2008 წლის გაზაფხულზე ჩატარებას. საქართველოს პრეზიდენტმა კი გადაწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნების ადრე დანიშვნა და მასთან ერთად პლებისციტის (საპარლამენტო არჩევნების ვადის შესახებ) ჩატარება. ექსპერტთა თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების 5 იანვარს ჩატარება კონსტიტუციის დაცვით მხოლოდ პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში გახდება შესაძლებელი. (AFP)
Georgia -- Soldiers patrol near the parliament bulding in central Tbilisi, 08Nov2007 - საქართველო, თბილისი: ქართველი ჯარისკაცები თბილისის ცენტრში მდებარე პარლამენტის შენობასთან პატრულირებენ, 8 ნოემბერი, 2007 წ.. ექვსდღიანი საპროტესტო აქციებისა და აქციის მონაწილეთა ძალადობრივი დაშლის შემდეგ მთავრობამ საგანგებო ვითარება გამოაცხადა (”ფრანს პრესის” ფოტო). (AFP)
Georgia -- Police fire tear gas to disperse opposition protesters at continuing protest rally in central Tbilisi, 07Nov2007 - საქართველო, თბილისი: საქართველოს პოლიციამ თბილისის ცენტრში ოპოზიციონერების მხარდამჭერთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, 7 ნოემბერი, 2007 წ.. ოთხშაბათს, შუა ევროპის დროით, დილის 5 საათისთვის პოლიციამ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მყოფი აქციის მონაწილეები დაშალა. (EPA)
Georgia -- An opposition supporter falls down as special police forces disperse opposition protesters in front of the parliament building in Tbilisi, 07Nov2007 - ოპოზიციის მხარდამჭერი მიწაზე წვება მაშინ, როცა პოლიციის საგანგებო ნაწილები პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეთა წყლის ჭავლით დაშლას ცდილობენ. თბილისი. 7 ნოემბერი, 2007 წ. (”ფრანს პრესის” ფოტო) (AFP)
Georgia - A nurse assists victims of police clashes in hospital in Tbilisi, 07Nov2007 - თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში ექთანი დაშავებულს სამედიცინო დახმარებას უწევს. თბილისი, 7 ნოემბერი, 2007 წ.. პოლიციასთან შეტაკებისას დაახლოებით 500 ადამიანი დაშავდა (”ფრანს პრესის” ფოტო). (AFP)
Georgia -- Police stand guard by the TV station Imedi in Tbilisi, 07Nov2007 - პოლიცია ტელეკომპანია ”იმედის” ტერიტორიასთან პატრულირებს. თბილისი. 7 ნოემბერი, 2007 წ.. ეს ტელეკომპანია აშუქებდა ანტი-სამთავრობო აქციებს. ”იმედის” მაუწყებლობა მის შენობაში სპეც-დანიშნულების რაზმის შესვლის შემდეგ შეწყდა. ”იმედი” ”თავისუფლების” პარტნიორია როგორც რადიო, ისე ტელეეთერში. სპეცრაზმელთა მიერ ”იმედის” შენობის დაკავების შემდეგ შეწყდა ”თავისუფლების” მაუწყებლობაც, რომელიც ადგილობრივ სიხშირეებზე ჯერაც არ განახლებულა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ აიკრძალა საინფორმაციო გადაცემების გაშვება ყველა ტელე-რადიო მაუწყებლისთვის ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გარდა. (InterPressNews)
Georgia -- Journalists of private TV channel Rustavi 2 in their news room in Tbilisi, 08Nov2007 - კერძო ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტები ახალი ამბების განყოფილებაში. თბილისი. 8 ნოემბერი, 2007 წ.. ”რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გადაცემა ორი კვირით დაემშვიდობა მაყურებელს. 8 ნოემბერს თბილისში პატრული მორიგეობდა. საგანგებო ვითარების გამოცხადების შემდეგ შეწყდა ახალი ამბების გადაცემა ტელე და რადიო ეთერით. ერთადერთი გამონაკლისი ”საზოგადოებრივი მაუწყებელია”. (”ფრანს პრესის” ფოტო) (AFP)
Georgia - Opposition supporters stand on the Monument for the victims of April 9 , 1981 protests, while preparing for the beginning of mass protests in Tbilisi, 02Nov2007 - ოპოზიციის მხარდამჭერები 1989 წლის 9 აპრილის მონუმენტზე, მასობრივი აქციის მოლოდინში. თბილისი. 2 ნოემბერი, 2007 წ.. (”რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების” ფოტო)
Georgia - Opposition supporters’ gathering for mass protests outside parliament building in Tbilisi, 02Nov2007 - ოპოზიციის მხარდამჭერები პარლამენტის შენობის წინ მასობრივი აქციისთვის იკრიბებიან. თბილისი. 2 ნოემბერი, 2007 წ.. ექვსდღიანი საპროტესტო აქციები ქვეყანაში საგანგებო ვითარების გამოცხადებითა და რამდენიმე ტელე და რადიო მაუწყებლის მუშაობის შეწყვეტით დასრულდა (”რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ფოტო)